მიუხედავად თქვენი ორგანიზაციის ზომისა, თქვენი IT აქტივებისა და ვალდებულებების სწორად მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც მეწარმეებს აქვთ. თუ გსურთ ხარჯების ოპტიმიზაცია, მეტი მოქნილობა და მაღალ მდგრად გარემოში ბიზნესის ოპერირება, გამოყოფილი სერვერები თქვენთვის ყველაზე სწორი მიგნებაა. ეს საშუალებას გაძლევთ ექსკლუზიურად გამოიყენოთ თქვენს სერვერზე არსებული ყველა რესურსი. 

ჩვენ მოგიმზადეთ შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ გამოყოფილი სერვერებით, მიუხედავად თქვენი ბიზნესის ზომისა.  

კაპიტალური ხარჯების არიდება  

საკუთარი IT ინფრასტრუქტურის შეძენა, როგორც წესი, მნიშვნელოვან კაპიტალურ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, რაც რიგ შემთხვევებში ბიზნესისთვის “მტკივნეულიც” შეიძლება იყოს. აღნიშნული მიდგომისგან განსხვავებით, გამოყოფილი სერვერების შეძენისას, თქვენ თავიდან ირიდებთ ინვესტიციებს IT სისტემებში და  იმავდროულად სარგებლობთ სასურველი IT რესურსებით.   

ისეთ ბიზნესებს, რომელთა აქტივობა საოპერაციო კაპიტალზე და მის ბრუნვაზეა დამოკიდებული, შეუძლიათ ინფრასტრუქტურის შეძენაში არ დახარჯული თანხის საკუთარ ბიზნესში ამობრუნებით მიიღონ მეტი შემოსავალი, ვიდრე ის ყოველთვიური საფასურია, რასაც ქლაუდ პროვაიდერს უხდიან 

ასეთ შემთხვევებში გამოდის, რომ მყიდველი ახერხებს არა მარტო სერვერებში კაპიტალური დანახარჯების არიდებას, არამედ დამატებით შემოსავალს და მოგებასაც კი იღებს. 

 

აპარატურული რესურსების ინდივიდუალური (კერძო) გამოყენება (უსაფრთხოები) 

სერვერის გამოთვლითი რესურსისა და დისკური სივრცის ექსკლუზიურად გამოყენება, მათი სხვა მომხმარებლებთან გაზიარების გარეშე (როგორც ეს ხდება საზიარო ვირტუალური გარემოების შემთხვევაში), ზრდის მონაცემთა კონფიდენციალურობას და ამცირებს მათი გაჟონვის და დაზიანების რისკებს. 

აპარატურული რესურსების ინდივიდუალური (კერძო) გამოყენება (წარმადობა) 

სერვერის ექსკლუზიური გამოყენება ასევე უზრუნველყოფს პროგნოზირებად წარმადობას თქვენი პროგრამული უზრუნველყოფისთვის და საშუალებას გაძლევს უფრო ოპტიმალურად გაანაწილოთ პროცესორის სიმძლავრე, ოპერატიული მეხსიერება და დისკური სივრცე სხვადასხვა აპლიკაციებს შორის. 

სრული კონტროლი აპარატურულ რესურსზე  

თქვენ შეძლებთ სრულად აკონტროლოთ თქვენი სერვერი, განახორციელოთ მისი მონიტორინგი და განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა დაშორებული მართვის განვითარებული ინსტრუმენტების საშუალებით. 

 

SLA და საიმედოობა  

ჩვენი დატაცენტრის დაცული გარემო, დუბლირებული დენისა და გაგრილების სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება, 24x7-ზე მონიტორინგი და ინდუსტრიის ლიდერის პრემიუმ კლასის სასერვერო ტექნიკა უზრუნველყოფს  სერვისის ხელმისაწვდომობის მაღალ მაჩვენებელს SLA 99.5%. 

კვალიფიციური ტექნიკურ-საოპერაციო მხარდაჭერა 

გთავაზოთ წინასწარ ტექნიკურ კონსულტაციას და ოპერაციული სისტემების/ვირტუალური გარემოს საბაზისო ინსტალაციას საჩუქრად. სერვისის ღირებულებაში შედის ასევე ჰეპდესკის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სერვისულ და საინფორმაციო მოთხოვნებზე მყისიერ რეაგირებას და ტექნიკური პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას. ჩვენთან IT პროცესები იმართება ISO 20000 სტანდატის შესაბამისად. 

 

ეს იმ სარგებლების არასრული ჩამონათვალია, რასაც გამოყოფილი სერვერი სთავაზობს მის მომხმარებლებს. ამ ბენეფიტების მნიშვნელობა კარგად ესმით ჩვენს ბაზარზე არსებული წარმატებული კომპანიების აღმასრულებელ თუ საოპერაციო ხელმძღვანელებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ისინი მიმართავენ გამოყოფილი სერვერის გამოყენების მიდგომას, რათა მეტი ფოკუსირება მოახდინონ პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე და დელეგირება გააკეთონ ისეთი პროცესების, რომლებიც ეხება სასერვერო ინფრასტრუქტურის შეძენას, გამართვას და მოვლას.  

UGT Cloudforce გთავაზობთ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე მორგებულ გამოყოფილი სერვერის კონფიგურაციებს. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო.