კომპანია “ნექსიმ” რებრენდინგი გააკეთა და განახლებული სახელით და ლოგოთი წარდგა ბაზარზე. ახალი სახელი არის იუჯითი ქლაუდფორსი (UGT Cloudforce), განახლებულ ლოგოში ჭარბობს ლურჯი ფერის ტონალობა, სიმბოლოდ გამოყენებული ფორმები ქმნის ღრუბლის ასოციაციას. 

მოგეხსენებათ, იუჯითი ქლაუდფორსი წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ორგანიზაციის, UGT ჯგუფის წევრ კომპანიას და ფოკუსირდება კორპორატიული ორგანიზაციებისთვის ისეთი IT სერვისების უზრუნველყოფაზე, როგორებიცაა: მონაცემთა ცენტრის სერვისები, ქლაუდ ტექნოლოგიები, IT რესურსების და სისტემების გაქირავება და პროფესიული სერვისები. 

განახლებული ბრენდით კომპანია არსებულ და მომავალ დამკვეთებს კვლავ თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე დამყარებულ სერვისებს შესთავაზებს, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს რეალობაზე, მათ ბიზნეს საჭიროებებზე და ფუნქციონალურ მრავალფეროვნებასთან ერთად, მაქსიმალური მოქნილობის საშუალებასაც მისცემს.