ჩვენ შესახებ
იუჯითი ქლაუდფორსი | UGT Cloudforce (ყოფილი ნექსი | Nexy) წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ორგანიზაციის, UGT ჯგუფის წევრ კომპანიას და ფოკუსირდება კორპორატიული ორგანიზაციებისთვის ისეთი IT სერვისების უზრუნველყოფაზე, როგორებიცაა: მონაცემთა ცენტრის სერვისები, ქლაუდ ტექნოლოგიები, IT რესურსების და სისტემების გაქირავება, პროფესიული სერვისები და IT აუთსორსინგი.
მსოფლიოს ლიდერ მწარმოებლებთან და პროვაიდერებთან პარტნიორობით, გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე დამყარებულ სერვისებს, რომელიც საქართველოს რეალობაზეა მორგებული და მაქსიმალური მოქნილობის საშუალებას იძლევა. ჩვენი მომსახურება მოგცემთ შესაძლებლობას დაკონცენტრირდეთ საკუთარ გამოწვევებზე და მიაღწიოთ მეტ წარმატებას.
ლოკალური ქლაუდ სერვისები
UGT Cloud არის პირველი მსოფლიო კლასის ქლაუდ პლატფორმა საქართველოში, ის განთავსებულია UGT-ის მაღალ-მდგრად და საიმედო მონაცემთა ცენტრში, რომელიც აგებულია სპეციალურად კრიტიკული IT ამოცანებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველსაყოფად. მონაცემთა ცენტრი დაპროექტებულია Tier III სტანდარტის მიხედვით და გააჩნია უსაფრთხოების სისტემის მართვის ISO 27001 და სერვისების მენეჯმენტის ISO 20000 სერტიფიკატები.
UGT Cloudforce წარმოადგენს UGT Cloud სერვისების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. ფლობს რა Microsoft-ის და VMware-ის ოფიციალური ქლაუდ პროვაიდერის სტატუსებს, UGT Cloud პლატფორმა სრულად ლიცენზირებულია Microsoft SPLA და VMware VCPP ლიცენზირების მოდელით. ხოლო სასერვერო და მონაცემთა შენახვის ინფრასტრუქტურა კი აგებულია HPE-ს უმაღლესი ხარისხის Proliant და Nimble სისტემების გამოყენებით.

Dedicated Servers
ფიზიკურად გამოყოფილი სერვერების არენდა, მაღალ-მდგრად და დაცულ მონაცემთა ცენტრში განთავსებით. მაღალხარისხიანი სერვერული სისტემების მძლავრი გამოთვლითი რესურსი უზრუნველყოფს თქვენი მონაცემთა ბაზებისა თუ პროგრამული აპლიკაციების გამართულ მუშაობას.

Public Cloud
მოქნილი, მაღალ-მდგრადი და უსაფრთხო ქლაუდ გარემო, ვირტუალიზაციის ყველაზე პოპულარული პლატფორმის, VMware-ის ბაზაზე. სრულად ლიცენზირებული სისტემა VMware-ის რეკომენდირებულ სარეფერენსო არქიტექტურის ბაზაზეა აგებული და მწარმოებლის მიერ არის ვერიფიცირებული.

Object Storage
ობიექტებზე დაფუძნებული მონაცემთა სანახი, რომელიც იყენებს S3 პროტოკოლს, საშუალებას გაძლევთ შეინახოთ დიდი მოცულობის მონაცემები შედარებით დაბალი დანახარჯებით. იდეალურია როგორც არასტრუქტურირებული მონაცემებისთვის, ასევე დიდი მოცულობის არქივებისთვის.

Backup & Recovery
თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლების ლოკალურ ქლაუდ პლატფორმაზე განთავსება საუკეთესო დაცვის მეთოდია თქვენს IT ინფრასტრუქტურაში გაუთვალისწინებელი ავარიების გამო გამოწვეული მონაცემთა დაზიანების ან დაკარგვის საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად.
გლობალური ქლაუდ სერვისები
გლობალური ქლაუდ ბაზარი ბოლო ათწლეულია ორნიშნა ციფრებით იზრდება და ანალიტიკოსთა პროგნოზებით ასე გაგრძელდება მომავალშიც. 2030 წლისთვის ვარაუდობენ რომ ბაზრის ზომა 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და ამ თანხის უდიდეს ნაწილს ბაზრის 2 ლიდერი გადაინაწილებს: Amazon და Microsoft.
ჩვენ ვპარტნიორობთ წამყვან გლობალურ ქლაუდ პლატფორმებთან. მათი ტექნოლოგიების და ჩვენი გამოცდილი ექსპერტების მეშვეობით, დაგეხმარებით გაუმკლავდეთ თქვენი ორგანიზაციის ყველაზე რთულ IT გამოწვევებსაც კი. ჩვენ გვესმის რომ თითოეული ჩვენი დამკვეთის სიტუაცია სპეციფიკურია და სხვებისგან განსხვავებული. სწორედ ამიტომ ვპარტნიორობთ რამდენიმე წამყვან ქლაუდ პროვაიდერთან, რომ თითოეული ჩვენი დამკვეთის სპეციფიკაზე მორგებული გადაწყვეტები და ქლაუდ სერვისები გამოვიყენოთ მათი ბიზნეს და IT საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

მიგრაციის სერვისი – ეს არის საშუალება მარტივად და მინიმალური ხარჯით გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ ქლაუდ პლატფორმაზე. ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები მოგეხმარებიან სწორად დაგეგმვასა და წარმატებით მიგრაციაში.
IT როგორც სერვისი – ITaaS
IT როგორც სერვისი (ITaaS) წარმოადგენს ტექნოლოგიების მიწოდების მეთოდს, რომელიც მომხმარებლისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მომსახურების სახით მიღებას და მოხმარების შესაბამისად ანაზღაურებას გულისხმობს.
განსხვავებით ტრადიციულად გავრცელებული მოდელისა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ყიდულობს IT სისტემებს და სამუშაოდ აჰყავს IT ინჟინრები, რათა მოუარონ და მართონ შეძენილი ტექნოლოგიები, ITaaS მოდელის შემთხვევაში მყიდველს არ უწევს მაღალი კაპიტალდაბანდება IT სისტემებში ინვესტიციის სახით და არც მისი მომსახურე საინჟინრო გუნდის შექმნა. ამას მისი სერვის პროვაიდერი კომპანია უზრუნველყოფს, წინასწარ შეთანხმებული ყოველთვიური გადახდების სანაცვლოდ. შესაბამისად, IT ინფრასტრუქტურაზე და სისტემებზე დანახარჯები, კაპიტალდაბანდების მაგივრად, ტრანსფორმირდება საოპერაციო დანახარჯებში.

Hardware as a Service
გამოთვლითი სისტემების, სერვერების თუ მონაცემთა შენახვის სისტემების შეძენის ნაცვლად, თქვენ იღებთ ამ სისტემებს თქვენს განკარგულებაში და გამოყენების საფასურს ყოველთვიურად უხდით თქვენს პროვაიდერს.

Network as a Service
საქსელო ინფრასტრუქტურა, იქნება ეს მონაცემთა გადაცემის გარე ქსელი თუ უბრალოდ საოფისე ქსელური მოწყობილობები, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათში კაპიტალდაბანდების გარეშე და უბრალოდ გადაიხადოთ გამოყენების საფასური.

Cloud at Customer
სრულად გამართული ქლაუდ ინფრასტრუქტურა თქვენს მონაცემთა ცენტრში, რომელსაც თქვენ განკარგავთ და მთლიანად აკონტროლებთ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის პროვაიდერის საკუთრებაა, თქვენ კი იხდით მოხმარების საფასურს.

Managed Services
აპარატურული და ქსელური ინფრასტრუქტურის სერვისული მოდელით გამოყენების გარდა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ IT სისტემების ადმინისტრირების, ოპერირებისა თუ ტექნიკური მხარდაჭერის სრული აუთსორსინგით.