ვაკანსია – ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი (Technical Presales Engineer), სპეციალიზაციით: ქლაუდ ტექნოლოგიები და სერვისები.

თუკი თქვენ გაქვთ ორგანიზაციების IT სისტემებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება და გსურთ ცოდნების გაღრმავება თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიების მიმართულებით, თუკი თვლით რომ გამოგდით ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება IT ტექნოლოგიების გამოყენებაში, მაშინ შეიძლება ეს ზუსტად ის საქმე იყოს, რასაც სხვებზე უკეთ გაართმევთ თავს და წარმატებულ კარიერას გაიკეთებთ.

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ დეტალებს და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: vacancy@ugt.ge / welcome@cloudforce.ge იმეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

ძირითადი აქტივობები:

  • კლიენტების მოთხოვნების იდენტიფიცირება და მისთვის ქლაუდ სერვისების შერჩევა, UGT-ის გამოცდილი ინჟინრების გუნდის დახმარებით
  • კლიენტებისთვის შეთავაზების ტექნიკური-ფუნქციონალური ნაწილის ახსნა, პრეზენტირება, ქლაუდ სერვისების შეძენით მისი დაინტერესების მიზნით
  • კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ქლაუდ სერვისების ტექნიკურ ნაწილში
  • ქლაუდ ტექნოლოგიებისა და სერვისების პოპულარიზაცია, მონაწილეობის მიღება კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში (სოც ქსელები / ბლოგის პოსტები..)
  • კომპანიის ინჟინრების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და არსებული თუ დაგეგმილი ქლაუდ სერვისების დეტალებში კარგად გარკვევა

სასურველი უნარები:

  • ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნების ადვილად ათვისების უნარი
  • დამკვეთის მოსმენის და მისი საჭიროებების კარგად გაგების უნარი
  • ტექნოლოგიური საკითხების მარტივად და გასაგებად გადმოცემის უნარი, როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით

სასურველი ცოდნები:

  •  კორპორატიული IT სისტემების მოწყობის ზოგადი პრინციპები და კომპონენტები: სერვერები, სთორიჯი, ქსელები, ვირტუალიზაცია, ბეკაპი და უსაფრთხოება
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა

კომპენსაცია:

  • საბაზო ანაზღაურება (ხელფასი) – ₾2,000 – გადასახადების დაქვითვის შემდეგ
  • წლიური ბონუსი: ₾5,000 ბიუჯეტი, დამოკიდებულია საქმიანობაში წარმატებულობაზე

სხვა პლიუსები:

  • შემოსავლების ზრდის პოტენციალი კომპეტენციის ზრდასთან ერთად
  • სამედიცინო დაზღვევის პაკეტი
  • საუკეთესო გამოცდილება დარგის ლიდერი კომპანიის გუნდში მუშაობით