ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი / Sales Manager
იუჯითი ქლაუდფორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერზე. ჩვენ ვეძებთ გამოცდილების მქონე, შედეგზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პიროვნებას, რომელსაც გააჩნია IT სისტემების / სერვისების წარმატებული გაყიდვების ისტორია, განსაკუთრებით კი საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებთან. თუკი გაქვთ ინტერესი თანამედროვე IT ტექნოლოგიების მიმართ, თუკი  შეგიძლიათ დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სურვილი გაქვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქლაუდ პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვებში, შეიძლება ჩვენ თქვენ გეძებთ😊.
ჩვენი კომპანია, (იუჯითი ქლაუდფორსი) წარმოადგენს საქართველოს IT ბაზრის ლიდერი ორგანიზაციის, იუჯითი ჯგუფის შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვპარტნიორობთ როგორც გლობალურ ქლაუდ პროვაიდერებთან (AWS), ასევე ლოკალურ პროვაიდერებთან (UGT Cloud) და ვეხმარებით საშუალო-მსხვილი ზომის ორგანიზაციებს თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიების და სერვისების შეძენა-გამოყენებაში მათი მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად.

გაყიდვების მენეჯერის როლში შემოერთების შემთხვევაში თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
  • მოლაპარაკებების კონკურენტუნარიანად წარმართვა და გაყიდვების წარმატებით დახურვა.
  • კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აწყობა.
  • კომპანიის ბიზნესის განვითარების და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.

თქვენს მიერ გასაწევი ძალისხმევის საკომპენსაციოდ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გვერდით
  • სამედიცინო დაზღვევას, კომფორტულ საოფისე გარემოს და კარიერული წინსვლის საშუალებას
გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV და სამოტივაციო წერილი) მოგვაწოდოთ მისამართზე: info@cloudforce.ge
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გისურვებთ წარმატებას!