ვაკანსია: გაყიდვების წარმომადგენელი – ღრუბლოვანი გადაწყვეტები და IT სერვისები (Sales Representative – Cloud Solutions and IT Services).
თუ თქვენ გაქვთ ინტერესი ქლაუდ ტექნოლოგიების მიმართულებით, გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება, შეიძლება ეს ზუსტად ის საქმე იყოს, რაც სხვებზე კარგად გამოგივათ და რითიც წარმატებულ კარიერას შეიქმნით.
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ დეტალებს და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: welcome@cloudforce.ge იმეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ძირითადი ამოცანა:
ქლაუდ სერვისებით დაინტერესებულ მყიდველებთან კომუნიკაცია, კომპანიის საინჟინრო გუნდთან მუშაობა, კლიენტების მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება და მოლაპარაკების შეთანხმებამდე მიყვანა
სასურველი უნარები:
- ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის ადვილად დამყარების შესაძლებლობა
- მყიდველის საჭიროებების კარგად დანახვისა და ემპათიის უნარი
- ინიციატივიანობა, პროდუქტიულობა და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული და აკურატული
- წარმატებულობისა და მეტის მიღწევის ჟინი
სასურველი ცოდნები:
- კომპიუტერული სისტემებისა და IT ინფრასტრუქტურის ცოდნა
- უპირატესობად ჩაითვლება ქლაუდ სერვისების ბაზური ცოდნა
კომპენსაცია:
- ჯამური ანაზღაურების დიაპაზონი – 1,500 – 2,500 ლარი
- ბაზური ანაზღაურება (ხელფასი) – დადგინდება გასაუბრების შედეგად
- ცვლადი ანაზღაურება (ბონუსი) – გაყიდვების შედეგების შესაბამისად
შესაძლებლობები:
- შემოსავლების ზრდის მაღალი პოტენციალი გაყიდვების ზრდასთან ერთად
- უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საუკეთესო გუნდან მუშაობით