ვაკანსია: გაყიდვების აღმასრულებელი ( Sales Executive )
იუჯითი ქლაუდფორსი წარმოადგენს UGT ჯგუფის წევრ ორგანიზაციას და ფოკუსირდება მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისების განვითარებასა და გაყიდვებზე, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ ქლაუდ პროვაიდერებთან თანამშრომლობით.
აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებელზე, ვისი ძირითადი ამოცანაც იქნება არსებულ და სამომავლო კლიენტებთან ურთიერთობა, მათი ამოცანების ჩვენი კომპანიის სერვისების მეშვეობით გადაწყვეტით დაინტერესება, გაყიდვის პროცესის წარმართვა და წარმატებით დახურვა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ ცხრილში მოყვანილ დეტალებს და თქვენს შესახებ ინფორმაცია (CV + სამოტივაციო წერილი) მოგვაწოდოთ მისამართზე: welcome@cloudforce.ge
ძირითადი ამოცანა:
ადგილობრივი (UGT Cloud) თუ გლობალური (AWS, OVH..) ქლაუდ სერვისებით დაინტერესებულ მყიდველებთან მუშაობა, მათი მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება, პირობებზე მოლაპარაკების წარმართვა და შეთანხმებამდე მიყვანა
სასურველი უნარები:
- ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის ადვილად დამყარების უნარი
- მყიდველის საჭიროებების და ამოცანების კარგად დანახვის შესაძლებლობა
- პროდუქტიულობა და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
- ინიციატივიანობა, შემოქმედებითობა და წარმატების მიღწევის ჟინი
სასურველი ცოდნები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და ქლაუდ სერვისების ბაზური ცოდნა
- ინგლისური ენის (წერა + საუბარი) კარგად ცოდნა
კომპენსაცია:
- ხელფასი – შეთანხმებით, გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან
- ბონუსი – დაგეგმილი ამოცანების მიღწევის შესაბამისად
- პრემია – გაყიდვების მოცულობების პროპორციის შესაბამისად
შესაძლებლობები:
- შემოსავლების ზრდის მაღალი პოტენციალი გაყიდვების ზრდასთან ერთად
- უნიკალური გამოცდილების შესაძლებლობა პროფესიონალებთან მუშაობით
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ რჩეული კანდიდატები.
გისურვებთ წარმატებას!