ვაკანსია – ლიდების განვითარების სპეციალისტი (Lead Development Representative).
მთავარი ამოცანა: კომპანიის პროდუქტების და სერვისების პოტენციური მყიდველების მიგნება, მათში ინტერესის აღძვრა, დაინტერესების დონის შეფასება და შესაბამისი სტატუსით კვალიფიკაცია.
თუ თქვენ გსურთ ტექნოლოგიების გაყიდვებში უნიკალური გამოცდილების მიღება, თან ხართ პროაქტიული, კომუნიკაციების კარგი უნარების მქონე და გაქვთ შედეგის დადების ამბიცია, შეიძლება ეს ზუსტად ის საქმეა, რაც სხვებზე კარგად გამოგივათ და რის ბაზაზეც წარმატებულ კარიერას განივითარებთ.
გთხოვთ გაეცნოთ ცხრილში მოყვანილ დეტალებს და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge / welcome@cloudforce.ge
ძირითადი აქტივობები:
- პოტენციური მყიდველების მოძიება და სხვადასხვა არხებით მათთან კონტაქტზე გასვლა (იმელი, სოც-ქსელები, ტელეფონი)
- კომპანიის პროდუქტებითა და შეთავაზებებით მყიდველებში ინტერესის გაჩენა და გაძლიერება საჭირო ინფორმაციების მიწოდებისა და სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობების გაწევის გზით
- მყიდველის დაინტერესების დონის შეფასება, ლიდის კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობის გადაცემა კომპანიის გაყიდვების აღმასრულებელზე
- CRM სისტემაში ინფორმაციის შეტანა და ბაზების განახლება
- გუნდის წევრებთან მჭიდრო კოორდინაცია მარკეტინგულ, ტექნიკურ თუ გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე
სასურველი უნარები:
- ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის ადვილად დამყარების შესაძლებლობა
- მყიდველის საჭიროებების კარგად დანახვის შესაძლებლობა და ემპათია
- მიზანმიმართულობა, პროდუქტიულობა და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
- ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და გასაგებად გადმოცემის უნარი
კომპენსაცია:
- სამიზნე ანაზღაურება: 1,200 – 1,500 ლარი, საიდანაც:
-
- ბაზური ანაზღაურება – 800 ლარი
- გამომუშავება (ბონუსი) – კვალიფიცირებული ლიდების შესაბამისად
შესაძლებლობები:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ჰოლდინგის (UGT Group) კომპანიებში
- მუდმივი ტრენინგები, პროფესიული განვითარება და უნიკალური გამოცდილება