ვაკანსია – მარკეტინგის სპეციალისტი: ინტერესების მოზიდვა და მოთხოვნის გენერაცია.
აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი ამოცანა იქნება ითანამშრომლოთ ჩვენი ორგანიზაციის სხვა რგოლებთან და პარტნიორებთან, რათა მოახერხოთ კომპანიის სერვისებისადმი მყიდველების ინტერესების მოზიდვა და მოთხოვნაში კონვერტაცია.
ქვემოთ მოყვანილია ამოცანები რისი გადაწყვეტაც მოგიწევთ თქვენი საქმიანობისას:
- შეიმუშავოთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ მოთხოვნის გენერირების პროგრამები (კამპანიები), რითაც ხელი შეუწყოთ კომპანიისთვის სასურველი ცნობადობის ჩამოყალიბებას, მისი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციას და მყიდველებისგან ინტერესების მოზიდვას
- შეიმუშავოთ მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები, არსებულ დამკვეთებთან მეტი ჩაჭიდების უზრუნველყოფისა და მათგან მეტი შეკვეთების მიღების მიზნით
- კომპანიის სერვისების ფუნქციონალის და სარგებლების შესახებ უზრუნველყოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტის (პოსტი, სტატია, ვიდეო..) შექმნა და სათანადო არხებით გავრცელება
- მართოთ კომპანიის ვებ გვერდი და სოციალური გვერდები (facebook & LinkedIn), განაახლოთ, განავითაროთ, დაარეკლამოთ.. მეტი პოტენციური მყიდველის მოცვისა და მოზიდვის მიზნით
- დაგეგმოთ, დააორგანიზოთ და მოაწყოთ ვებინარები და ფიზიკური სემინარები კომპანიის არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის
- მუდმივად ეძიოთ შესაძლებლობები და განახორციელოთ აქტივობები, მომხმარებლებთან მეტი შეხების წერტილის ქონისა და მათი ინტერესების მოზიდვა კონვერტაციის უზრუნველსაყოფად
- პერიოდულად გაზომოთ, გაანალიზოთ და მენეჯმენტთან წარადგინოთ არსებული აქტივობების და კამპანიების შედეგები და ეფექტიანობა
- მიიღოთ მონაწილეობა მარკეტინგული აქტივობებისთვის ბიუჯეტების შედგენა-გამოყოფაში კომპანიის შიდა რგოლებთან თუ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
რას ვუყურებთ, რომ უნდა იცოდეს ან ეხერხებოდეს სასურველ კანდიდატს:
- არსებული / მიმდინარე განათლება მარკეტინგის მიმართულებით
- ზემოთ მოყვანილის მსგავსი აქტივობების ასე 2 წლიანი გამოცდილება
- თანამედროვე IT ტექნოლოგიებით დაინტერესებულობა
- გადმოცემისა და წერის კარგი უნარები
- SEO ტექნიკებისა და რეკლამირების ცოდნა (Google, Facebook, LinkedIn)
- გუნდურად თამაშის / მუშაობის გამორჩეულად კარგი უნარი
ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი (დაბეგვრის შემდეგ)
ბონუსი: შედეგის მიღწევის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge / welcome@cloudforce.ge