მეცხოველეობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს კაცობრიობის კვების საკითხში და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი იძლეოდეს საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს.
პირუტყვის ჯანმრთელობა ყველა ფერმერის საზრუნავია – როცა პირუტყვი ავადდება ის იძლევა დაბალი ხარისხის ხორცს და იწველება მცირე რაოდენობის და დაბალი ხარისხის რძეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხდებოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი რათა შესაძლებელი იყოს დაავადებებზე დროული და ეფექტური რეაგირება. ასევე გასათვალისწინებელია შემთხვევები, როდესაც ღია საძოვარზე გაშვებული პირუტყვი სახიფათო ზონებში ხვდება ან სხვადასხვა მიზეზის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრუნებას, რის გამოც მნიშნველოვანი ხდება მისი ადგილმდებარეობის კონტროლის შესაძლებლობა.
გადაწყვეტის აღწერა
ჭკვიანი ფერმის სისტემის გამოყენებით თქვენ შეგეძლებათ განახორციელოთ პირუტყვის ადგილმდებარეობის და ჯანმრთელობის რეგულარული დისტანციური მონიტორინგი. ამ გადაწყვეტის სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე, ჭკვიანი სენსორების გამოყენებაზე. სენსორები უკაბელო ქსელის მეშვეობით რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სპეციალიზირებულ ღრუბლოვან პლატფორმას, სადაც გაშვებული პროგრამული უზრუნველყოფა მიწოდებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იძლევა შეტყობინებებს ცხოველის ჯანმრთელობის პარამეტრების (მაგ.: სხეულის ტემპერატურა, გულისცემის სიხშირე და სხვა), მოძრაობის ინტენსივობის თუ გეოლოკაციის შესახებ.
ჭკვიანი ფერმის სენსორები იკვებება ელემენტებით და იყენებს მინიმალურ ენერგიას, რაც კვების წყაროს გამოცვლის გარეშე რამდენიმე წლიანი მუშაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მომხმარებელს შესაძლებლობა ექმნება ვებ გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს მონაცემები ინდივიდუალურად ყოველი ცხოველის შესახებ.
გამოყენების სარგებლები
ვინაიდან ჭკვიანი ფერმის სისტემის გამოყენებით ფერმერს საშულება ეძლევა ნებისმიერ დროს აკონტროლოს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს შესაძლებელს ხდის ზოგიერთი დაავადება დაწყებით სტადიებში გამოვლინდეს, რაც მნიშნელოვანია რძის დაკარგვის რისკის შესამცირებლად.
ასევე, შეგროვებული მონაცემების საფუძველზე სისტემას შეუძლია ბევრი სასარგებლო ინფორმაციით ფერმერის აღჭურვა. მაგალითად: ცხოველის ზუსტი იდენტიფიცირება და რუქაზე მისი გადაადგილების მონიტორინგი, ნაყოფის ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდის განსაზღვრა, ისევე როგორც თავად მაკეობის ფაქტის დიდი სიზუსტით განსაზღვრა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია. ერთობლიობაში, ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა ფერმერმა უკეთესად იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე და უკეთესი ხარისხის პროდუქცია მიიღოს. ისევე როგორც დაზოგოს პირუტყვების მოვლაზე გაწეული ხარჯები და შედეგად გაზარდოს მიღებული შემოსავალი.
Leave A Comment