ვირტუალური მანქანები და კონტეინერები

ბოლო წლებში ხშირად საუბრობენ და უკვე საქართველოშიც მრავლად იყენებენ კონტეინერულ აპლიკაციებს, ვინაიდან კონტეინერი ვირტუალურ სერვერთან (VM) შედარებით უფრო ნაკლებ რესურსებს საჭიროებს, უფრო მსუბუქია, მოქნილი და უფრო სწრაფადაც ეშვება.

ვირტუალური სერვერი (VM) ახდენს აპარატურული დონის ვირტუალიზაციას და ერთ ფიზიკურ სერვერზე რამდენიმე ვირტუალურ სერვერს ქმნის, სადაც ყველას თავ-თავიანთი ოპერაციული სისტემა აქვთ (Guest OS).

მისგან განსხვავებით, კონტეინერები არ საჭიროებენ სათითაოდ ოპერაციული სისტემის ქონას, ისინი ერთიანი ოპერაციული სისტემით სარგებლობენ (Host OS) და მის ფუნქციებსა და რესურსებს იყენებენ.

თოთოეული კონტეინერი წარმოადგენს ერთგვარ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია მხოლოდ აპლიკაციის კოდი, მისი დამოკიდებულებები და ბიბლიოთეკები, რომლებიც საჭიროა თქვენი პროგრამული სერვისების გასაშვებად. ამიტომაც ის უფრო მსუბუქი,  მოქნილი და მოთხოვნადი ინსტრუმენტია პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების გამოყენებით შემუშავების პროცესში.

კონტეინერული აპლიკაციებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია ხელსაწყო, რომლითაც შეიძლება მათი ეფექტურად დანერგვა და მართვა, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ორკესტრაცია.

Kubernetes არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, ღია კოდის მქონე კონტეინერების ორკესტრაციის პლათფორმა. თავდაპირველად იგი იყო Google-ის შიდა პროდუქტი, რომელსაც კომპანია აქტიურად იყენებდა საკუთარი პროდუქტების შესაქმენლად, ხოლო 2014 წელს აქცია ღია კოდის მქონე პროექტად, რამაც ხელი შეუწყო პლათფორმის სწრაფ განვითარებას და პოპულარიზაციას.

გამოწვევები Kubernetes-ის დამოუკიდებლად ოპერირებისას

Kubernetes-ის დამოუკიდებლად დანერგვა და მართვა კორპორატიულ ან ღრუბლოვან გარემოში, საკმაოდ რთული ამოცანაა. თავად Kubernetes არის უფასო, ამიტომ მის დამოუკიდებლად დანერგვას არ მოსდევს ლიცენზირების ხარჯები. თუმცა ორგანიზაცია უნდა გაუმკლავდეს შემდეგ გამოწვევებს:

  • ტექნიკური გუნდის განათლება Kubernetes-ის მიმართულებით (პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა საკმაოდ დიდ რესურს მოითხოვს)
  • ინსტალაცია და განახლებები
  • აპლიკაციების დანერგვა
  • Kubernetes კლასტერის კონფიგურაციის და მასშტაბირებადობის მართვა
  • უსაფრთხო კონფიგურაციის უზრუნველყოფა

Kubernetes როგორც სერვისი და მისი უპირატესობები

Kubernetes როგორც სერვისი (KaaS) შესაძლებელს ხდის Kubernetes გამოყენებული იყოს, როგორც მართული სერვისი (Managed Service). ასეთი პლატფორმის ძირითადი ფუნქცია Kubernetes კლასტერების იმპლემენტაცია, მართვა და მხარადაჭერაა. ხოლო KaaS სერვისში მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ სერვისის თვითდანერგვის, განახლების და მასშტაბირების შესაძლებლობები. ასეთი პოპულარული KaaS სერვისებია: AWS Elastic Kubernetes Service (EKS), Azure Kubernetes Service (AKS), Google Kubernetes Engine (GKE) და სხვ.

კვლევების თანახმად Kubernetes როგორც სერვისების გამოყენება მუდმივად იზრდება ქლაუდ პროვაიდერებთან. მათი უმეტესობა მხარს უჭერს Kubernetes-ის უახლეს ვერსიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამიგრიროთ არსებული Kubernetes აპლიკაციები ერთი პროვაიდერიდან მეორეზე თავსებადობის პრობლემების გარეშე.

KaaS ეხმარება ორგანიზაციებს გამოიყენონ Kubernetes-ის მძლავრი შესაძლებლობები, პლათფორმის მართვასთან დაკავშირებული სირთულეების გარეშე, ვინაიდან ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს ქლაუდ პროვაიდერი. KaaS-ის რამდენიმე ძირითადი უპირატესობაა:

  • დანერგვა და მართვა — კლასტერების სწრაფი დანრეგვა, მართვა და განახლება მოხერხებული ინტერფეისის საშუალებით
  • უწყვეტი მონიტორინგი — ცენტრალიზებული და მორგებული დეშბორდები, რომლებიც აკონტროლებენ სხვადასხვა მეტრიკას და გვაწვდიან ინფორმაციას კლასტერების მდგომარეობის შესახებ
  • კონტროლპანელის მართვა — უზრუნველყოფს Kubernetes-ის კონტროლის კომპონენტებს, როგორიცაა etcd და API სერვერი, ზრუნავს მათ მდგრადობაზე და მასშტაბურობაზე, მომხმარებლის ჩარევის გარეშე
  • უსაფრთხოება — KaaS სერვისები ახდენენ Kubernetes-ს კლასტერების დანერგვას უკვე ჩაშენებული უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებით

Kubernetes სერვისი – UGT Public Cloud პლატფორმაზე

UGT Public Cloud-ზე თებერვლიდან უკვე ხელმისაწვდომია KaaS სერვისი. მომხმარებლის პორტალის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის საჭირო ზომის Kubernetes კლასტერი და მართოთ იგი როგორც გრაფიკული, ასევე ბრძანების სტრიქონის (kubectl) ინტერფეისის საშუალებით.

კლასტერის შექმნა ხდება რამდენიმე წუთში და მას აქვს KaaS სერვისისთვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობა, რაც ამარტივებს დეველოპერებისა და ადმინისტრატორებისათვის კონტეინერული აპლიკაციების შემუშავებას და დანერგვას. კლასტერის მასშტაბირება და მონიტორინგი შესაძლებელია გრაფიკული ინტერფეისის საშუალებითაც.

UGT KaaS სერვისის გამოყენება გათავისუფლებთ Kubernetes პლათფორმის როგორც გამართვის, ასევე მისი ინფრასტრუქტურული კომპონენტების მომსახურებისაგან. რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად გიზოგავთ დროისა და ადამიანური რესურსების დანახარჯს.

_ _ _

Kubernetes სერვისს (KaaS) აქვს ბევრი საინტერესო თვისება და უპირატესობა, რომელიც უმარტივებს დეველოპერებს და ადმინისტრატორებს კონტეინერული აპლიკაციების შექმნას, დანერგვას და მართვას.

UGT Cloud KaaS სერვისის საშუალებით შეგიძლიათ სწრაფად დანერგოთ და გამოიყენოთ მართვადი Kubernetes კლასტერი, რომელიც განთავსებული იქნება ლოკალურად საქართველოში. ამასთან შეძლებთ მიიღოთ მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და საკონსულტაციო სერვისი ქვეყნის ლიდერი IT კომპანიისგან.