რადიო ქსელები ნივთების ინტერნეტისთვის
ნივთების ინტერნეტი (IoT) ყოველდღიურად მრავალ ინდუსტრიაში იკიდებს ფეხს, საგრძნობლად აუმჯობესებს ბიზნეს პროცესების ეფექტიანობას და ხშირად განვითარების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის უკვე არსებულ თუ ახლად-შექმნილ კომპანიებს.
ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის 50 მილიარდამდე მოწყობილობა იქნება გლობალურ ქსელში ჩართული და ასე თუ ისე ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ მოწყობილობების უკეთ ფუნქციონირებისთვის, ენერგიისა და ინტერნეტის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, საჭირო გახდა დაბალი ენერგო-მოხმარების მონაცემთა გადაცემის რადიოქსელების შექმნა. დიდ მანძილებზე (მობილური ქსელების მსგავსად) მომუშავე ასეთი ქსელების ტიპს მოიხსენიებენ როგორც LPWAN (Low Power Wide Area Network).
დაბალი ენერგო მოხმარების გამო, LPWAN-ით დაკავშირებულ მოწყობილობებს შეუძლიათ სტანდარტული ელემენტის მუხტზე 10 წლის და მეტის განმავლობაშიც კი იმუშავონ და გადასცენ მცირე ზომის მონაცემთა პაკეტები რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე (მაგ.: ქალაქში 2 კმ, გაშლილ ტერიტორიაზე 15 კმ).
LPWAN არ არის ერთი ტექნოლოგია, ეს არის დაბალი ენერგო მოხმარების და დიდ მანძილზე მომუშავე სხვადასხვა რადიოტექნოლოგიური ქსელების საერთო დასახელება, რომელთაგანაც დღეს-დღეობით წამყვანი ტექნოლოგიებია: Sigfox, LoRaWAN და NB-IoT. ამ სამეულს აქტიურად იყენებენ IoT გადაწყვეტილებებში და ეს ქსელები მუშაობენ როგორც ლიცენზირებად, ისე არალიცენზირებად რადიო სიხშირეებზე.
არალიცენზირებად სიხშირეებიდან პირველ რიგში უნდა ვახსენოთ LoRaWAN, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე გააჩნია: მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ააგოთ სრულიად დამოუკიდებელი კორპორატიული ქსელი, ასევე ის კარგია იმ შემთხვევაში თუ თქვენ გჭირდებათ ორმხრივი მოქმედება: როგორც მონაცემის მიღება, ასევე მოწყობილობისთვის ბრძანებების გაგზავნა. დამატებით აღსანიშნავია ამ ტექნოლოგიის გამართულად ფუნქციონირების შესაძლებლობები ობიექტის გადაადგილების დროს, რაც გვაძლევს საშუალებას რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ მოძრავი აქტივები.
არალიცენზირებად სიხშირეებზე როცა გვაქვს საუბარი არ შეიძლება არ ვისაუბროთ Sigfox-ზეც, რომელიც ამ სამ ტექნოლოგიას შორის ყველაზე ნაკლებ ენერგიას საჭიროებს რადგან საკმაოდ მცირე მონაცემების და დაბალი სიჩქარით გადაცემა შეუძლია. ეს უპირატესობები ასევე უზრუნველყოფს მონაცემის საკმაოდ შორ მანძილზე გადაცემის შესაძლებლობას.
ლიცენზირებად სიხშირეებზე მომუშავე ტექნოლოგიებიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა NB-IoT, რომლის დაფარვის ზონაც შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ ის დამოკიდებულია მობილური კავშირის ოპერატორის დაფარვაზე (მაგ. 4G). ფუნქციონირებით იგი LoRaWAN-ის მსგავსად ორმხრივია, თუმცა მეტ სიჩქარეს უზრუნველყოფს და შესაბამისად მეტ ენერგიასაც მოითხოვს, ამიტომაც ნაკლებადეფექტურია ელემენტებზე ხანგრძლივად მუშაობის თვალსაზრისით.
თითოეულ ამ ტექნოლოგიას გააჩნია თავისი დადებითი თუ უარყოფითი თვისებები და მათი გამოყენებადობაც დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებსა და ორგანიზაციის წინაშე მდგომ ამოცანებზე. თუკი თქვენ გაქვთ სხვადასხვა სენსორული მოწყობილობების დაბალი ენერგო მოხმარების ქსელში გაერთიანების საჭიროება, ნექსი ტექი მოგეხმარებათ თქვენი ამოცანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტის შერჩევასა და მის ტექნიკურ რეალიზებაში. ჩვენი მეშვეობით მარტივად გაართმევთ თავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- კორპორატიული დანიშნულების LPWAN ქსელის აგება ან არსებულში ჩართვა
- სენსორებისა და აქტუატორების შერჩევა და მოწოდება
- IoT პლატფორმის სერვისები თქვენი მონაცემების შენახვის, დაცვისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის
- ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა სისტემის ექსპლოატაციის პროცესში
ამ და სხვა მსგავსი საჭიროებების არსებობის შემთხვევაში, არ დაგეზაროთ, შეგვეხმიანეთ ნექსი ტექში (welcome@nexy.tech) და ჩვენი ჩართულობით უფრო მოკლე დროში მოახერხებთ თქვენი ამოცანების გადაწყვეტას და დაგეგმილი შედეგების მიღებას.